logo
ENG



"ჩიტების" პოლიტიკური კლასი - დროება

26 ივნ 202220:18
3 წუთის საკითხავი
 

ახლა ჩიტებს რომ დავინახავთ ხოლმე, ან ამ სიტყვას ვიტყვით, ნეტა ყველას სამგორის გამგებლის ნათქვამი გაგვახსენდება ხოლმე? ბატონი სამხარაძის საქციელი, რომელმაც 120 000 ადამიანის გინება სულხან-საბას ლექსიკონით "გააპრავა", ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ჩვემდა სამწუხაროდ, ის არც პირველია და არც უკანასკნელი სახელისუფლებო დაჯგუფებიდან, ვინც ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, გვაგინებს და ამაზე პასუხს არავინ სთხოვს. ან ვინ უნდა მოსთხოვოს, როცა თავად თბილისის მერი "ძველბიჭურ გაგებას აწვება" და მოსახლეობას ნათესავების მოკითხვით ემუქრება.


close დახურვა